სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი მედალპია

მედალპია სამედიცინო კაბინეტია, რაც ალპების უნიკალურ მედიცინას ნიშნავს. მისი დამფუძნებელია ცნობილი ქართველი ექიმი ინგა ნიჟარაძე, რომლის სახელიც და გვარიც დღეს უკვე მსოფლიოს მასშტაბითაა დაპატენტებული.

გაიგეთ მეტი
close

მედალპიის ისტორია

მცენარეებით უნიკალური მკურნალობა და ურთულესი პაციენტების განკურნების განსაკუთრებული შედეგი სვანეთის გასაოცარ, მიუვალ ადგილებს უკავშირდება.

სწორედ აქ, უშგულში, საქართველოს ბარისგან დამოუკიდებლად, ზამთრის განმავლობაში ჩაკეტილ ზონაში წინაპრების გამოცდილებასა და დაკვირვებაზე დაყრდნობით ჩაისახა და განვითარდა ხალხური, უნიკალური მედიცინა, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ექიმმა ინგა ნიჟარაძემ, თავისი განსხავებულობით, ადამიანის ბუნებისა და არსის ღრმა ცოდნით დღეს გასაოცარ შედეგს მიაღწია.

უნიკალური პროგრამები


მედალპიას უნიკალური პროგრამების შემუშავებას საფუძვლად უდევს:

ძვლის, ხრტილოვანი სტრუქტურისა და მყესების აღდგენა


მედალპიაში იკურნება ისეთი მძიმე დაავადებები, როგორებიც არის:

მენისკი

დაზიანებული მენისკის დროს ხდება ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაცია. მეთოდიკა არ არის ინვაზიური. მკურნალობა ხორციელდება საფენის დადებით (ქირურგიული ჩარევის გარეშე).

კოქს-ართროზი და ხერხემლის დაზიანება

კოქს-ართროზისა და ხერხემლის მკურნალობას 2 წელი სჭირდება. აქედან ძირითადი წამლების დადება პირველ თვენახევარში, 15 პროცედურის მანძილზე ხდება. შემდეგი 3 თვე დასვენების ფაზაა. ამის მერე კი ინიშნება 10 სპეციალიზირებული პროცედურა, რომელიც შედეგის მიღწევის აუცილებელი ნაწილია. სპეციალიზირებული პროცედურების დროს გაზრდილს ხრტილს (რომელიც დასვენების ფაზაში იზრდება) ეძლევა ფორმა. სპეციალიზირებული ვარჯიშები დაზიანებული სახსრებისთვის ანატომიური ფორმების ფორმირების გარანტიაა.

სპეციალიზებული პროცედურის შემდეგ პაციენტი ისევ 3 თვეს ისვენებს და ასე გრძელდება 2 წლის განმავლობაში. შედეგების გადამოწმება ხდება MRT -ით მკურნალობის საწყისი ფორმისა და 2 წლის შედეგის შედარებით. კოქს-ართროზის შედარება ხდება რენდგენის სურათით 2 წელიწადში

მოტეხილობები

მოტეხილობების მკურნალობა განსაკუთებული, წლების განმავლობაში გამოცდილი მეთოდით ხდება. მედალპიაში ფეხზე დადგომის შედეგი სტანდარტულ შედეგებთან შედარებით, რომელიც 6/8 თვეს მოიცავს, მესამედ დროში მიიღწევა. მედალპიის მეთოდი მოტეხილობიდან 3 კვირაში ახორცებს ძვალს, შემდეგი 3 კვირა ეთმობა რეაბილიტაციას, რის შედეგადაც პაციენტი სრულყოფილ ცხოვრებას უბრუნდება. მედალპიის მეთოდი არჩენს ისეთ რთულ მოტეხილობებს, როგორებიცაა:

სიმელოტის მკურნალობა


მედალპიაში ხანგრძლივი ექსპერიმენტის შედეგად, უნიკალური, სიმელოტის მკურნალობის მეთოდი დაინერგა.

სიმელოტის მკურნალობა 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობს და შედეგი თმის ბოლქვის აღდგენის, ადამიანის სხეულის გამოუყენებელი რესურსის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა.

მეთოდი:

სიმელოტის დროს თმის ბოლქვის გარქოვანება ხდება, რასაც იწვევს წვრილი სისხლძარღვოვანი სისტემის გამტარიანობის დარღვევა. ჩვენი მალამო, პირველ რიგში, სწორედ ამ გამტარიანობას აღადგენს, რის შედეგადაც მიიღწევა ბოლქვების გაჯანსაღება.

დაზიანებული თმების მკურნალობა


როგორც იცით, თმას განსაკუთრებით აზიანებს შეღებვა, ქლორიანი წყალი და თმის საშრობით დავარცხნა.

მედალპიას მალამო სრულიად აღადგენს დაზიანებულ თმას და მას 3 პროცედურის მერე განსაკუთრებულ ბზინვარებას აძლევს

დაზიანებული თმის მკურნალობისას, ყოველი შეღებვის შემდეგ, სასურველია ერთი წლის განმავლობაში მოხდეს სამკურნალო ნიღბის პროცედურის განმეორება.

დაზიანებული წარბი და წამწამი

მედალპიაში ცალკე ხდება დაზიანებული წარბისა და წამწამის ბუნებრივი გახშირება-დაგრძელება.

პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივა


პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივა გაახალგაზრდავების პროგრამაა, რომელსაც საფუძვლად უდევს კუნთის აღგდენა/დამოკლება, რაც შედეგად იწვევს კანის ბუნებრივ გადაჭიმვას. პროგრამა იყენებს უნიკალურ მალამოებს და სხვადასხვა მცენარეებისგან დამზადებულ ეთერზეთებს.

სტრიები, შრამები და დამწვრობა

შრამებისა და სტრიების მკურნალობა კუნთზე მუშაობით მიმდინარეობს. პროცედურების შედეგად თქვენი კანი გლუვი და ერთგვაროვანი გახდება. მზის რუჯი, რომელსაც კანზე მიიღებთ, თანაბრად დაფარავს სხეულს და აღარ მოხდება თეთრი სტრიების კანისგან გამოკვეთა. ჩემი მუშაობის შედეგი სტრიებისა და ძველი შრამების მკურნალობისას 80%-ით განისაზღვრება. სტრიებთან მუშაობის პროცესში, კუნთზე მუშაობის შედეგად, ხსეულის ბუნებრვი კორექცია მიმდინარეობს. სტრიების გაქრობა და კორექცია ხდება ისეთ ზონებზე, როგორებიცაა:

პროცედურის ხანგრძლივობა და შედეგი:

შედეგი მიიღწევა 2/3 კვირაში. აუცილებელია მინიმუმ 10 გადახვევა. მკურნალობის შემდეგ სავალდებულოა 6 თვეში ერთხელ ნამკურნალევი ადგილის გადახვევა ეფექტის შესანარჩუნებლად.

მკურნალობა მასაჟის გარეშე, ნახვევების დადებით მიმდინარეობს

ახალი დამწვრობა

ახალი დამწვრობა, მედალპიაში სრულიად, 100%-ით განკურნებადია.

სახის ოვალის აღდგენა

გარკვეული ასაკის მერე ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს, მწვავედ აწუხებთ სახის ოვალის პრობლემა, რადგან სწორედ ის არის ასაკში შესვლის პირველი ნიშანი. ყველასათვის ცნობილი ბრენდები ამ პრობლემის სამკურნალოდ მხოლოდ კანსა და მის სტრუქტურაზე მუშაობენ მაშინ, როცა ჩემი მეთოდი კუნთის აღდგენაზე არის ორიენტირებული. მედალპიას მალამო არ ამუშავებს სახის ნაოჭებს, ის ამუშავებს კუნთებს და სწორედ ამის ბაზაზე აღადგენს ოვალს, ნაოჭების ალაგება კი თავისთავად ხდება.

სახის ოვალის აღდგენა 10/15 წლით აახალგაზრდავებს ადამიანს.

მკურნალობის მეთოდი:

მალამოს სახეზე წასმის მეთოდი განსაკუთრებულია. ის არ არის მეთოდი, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად იყენებთ. მისი შესწავლა მედალპიაში ხდება, არის სასიამოვნო და მარტივი პროცედურა.

მალამოს წასმა თავისუფლად არის შესაძლებელი მაკიაჟის ქვეშ.

ხანგრძლივობა:

ერთი კურსის ჩასატარებლად 50 გრამი მალამოა საჭირო. სტანდარტული კუსრი 2 თვეს გრძელდება; 2 თვიანი კურსის გამეორება ყოველ 8 თვეშია რეკომენდირებული.

არასტანდარტული შემთხვევებისას, საუბარია ღაბაბის არსებობაზე, მკურნალობა უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს და ნახვევების გამოყენებას ითვალისიწინებს.

ოქროსფერი რუჯი


მზის რუჯის მიღებას წინასწარი მომზადება სჭირდება.

ყველამ კარგად ვიცით, რომ მზის სხივების მოჭარბებული მიღება აშრობს, ალაქავებს, და აბერებს კანს. მედაპლიას ოქროსფერი რუჯის მალამო სწორედ ასეთი ნეგატიური შედეგების დადგომისაგან იცავს კანს და მუდმივად ჯანმრთელ და, ამავდროულად, მიმზიდველ ფორმაში ამყოფებს.

მალამო შეუცვლელია:

მალამოს წასმით, თქვენ ქალაქის პირობებში სწრაფად და ეფექტურად იღებთ ოქროსფერს, 3 ჯერ თითო-თითო საათით მზეზე დაწოლის შედეგად.


ძვლის, ხრტილოვანი სტრუქტურისა და მყესების აღდგენა მედალპიაში

ზაზა კასრაძე


სამი თვე ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი, ვარჯიშზე მუხლის გამო, კარიერის ნაადრევად დასრულება მემუქრებოდა. ახლობელმა მედალპიაში მოსვლა მირჩია და ახლა უკვე სრული დატვირთვით ვვარჯიშობ!

ელენე მაცაბერიძე


გამორჩეულად კარგად მიმკურნალეს მედალპიაში! მადლობა!!

სალომეა გიგნაძე


ინგა ფანტასტიურია! მადლობა, რომ დამწვარი თმები მომირჩინე <3

პაციენტები მედალპიაზე

აქ შეგიძლიათ ნახოთ თუ რას ფიქრობენ ჩემი პაციენტები მედალპიის შესახებ


00
Next

სიმელოტის პრობლემა დაძლევადია

კატეგორია > ხდკ

საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება ხერხემლის მკურნალობა?

ხერხემლის მკურნალობა გრძელდება 2 წლის განმავლობაში. მკურნალობას აქვს 3 მიმართულება: მალამოს დადება - რომელიც მკურნალობის დაწყებიდან 1/5 თვის განმავლობაში მიმდინარეობს; დასვენება - როცა პაციენტს ეძლევა დრო იმისათვის, რომ ორგანიზმმა წარმოქმნას ხრტილოვანი ქსოვილი (3 თვე); სპეციალიზირებული პროცედურები - რაც გულისხმობს ხრტილოვანი ქსოვილის ფორმის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელ სპეციალურ ვარჯიშებს.


კატეგორია > ხდკ

შესაძლებელია თუ არა თქვენთან ვიმკურნალო და გავზარდო წარბი და წამწამი?

კი, რა თქმა უნდა. წარბისა და წამწამის მკურნალობას უფრო ცოტა დრო სჭირდება, ვიდრე თავზე თმის ამოყვანას.


კატეგორია > ხდკ

რამდენ ხანში ხდება სრული მელოტის და ნაწილობრივი მელოტის აღდგენა?

ნაწილობრივი მელოტის აღდგენისთვის საკმარისია 3 თვიანი მკურნალობა, რომელიც დაახლოებით მოიცავს 25 პროცედურას. სრული სიმელოტის შემთხვევაში, სამკურნალო ფართობის მოცულობის გამო, შედეგი 4 -დან 6 თვემდე მიიღწევა.


კატეგორია > ხდკ

ხდება თუ არა კლინიკაში ჩაკეტილი სახსრების რეაბილიტაცია?

რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. 50/60% ჩაკეტილი სახსრების რეაბილიტაცია მიღწევადია.


კატეგორია > ხდკ

ხდება თუ არა მედალპიაში მკერდის ზომის გაზრდა?

არა, პირიქით მედალპიაში დაკიდებული მკერდის კორექციის დროს მკერდი 1 ამ 2 ზომით მცირდება კუნთის დამოკლების ხარჯზე.


კატეგორია > ხდკ

ხდება თუ არა მედალპიაში რენდგენის, MRT, ულტრასონოგრაფიის გადაღება?

არა, ამისთვის არსებობენ სპეციალიზირებული კლინიკები.


კატეგორია > General

შეიძლება თუ არა მედალპიას რუჯის მალამოს წასმა დამწვარ კანზე?

მზის დამწვრობაზე რუჯის მალამოს წასმა უებარია, ის აცხრობს და სრულიად აშუშებს მას.


კატეგორია > General

რამდენი პროცედურაა საჭირო დამწვარი თმის აღსადგენად?

დამწვარი თმის აღსადგენად საჭიროა სამი პროცედურა, მაგრამ წლის განმავლობაში რეკომენდირებულია ყოველი შეღებვის შემდეგ მოხდეს პროცედურის განმეორება.


კატეგორია > ხდკ

რა ღირს მკერდის აწევის პროცედურა?

მომსახურების ფასები ინდივიდუალურია და გამომდინარეობს კონკრეტული პაციენტის მიმდინარე მდგომარეობიდან.


კატეგორია > ხდკ

სად შემიძლია ჩავეწერო ინგა ნიჟარაძესთან კონსულტაციაზე?

იმ შემთხვავეში, თუ პაციენტს არ შეუძლია გადაადგილება, მას შეუძლია ჩაეწეროს ონლაინ და მიიღოს სრულყოფილი, ფასიანი კონსულტაცია.


საკონტაქტო ინფორმაცია

0176 თბილისი, საქართველო

ნინო ჟვანიას ქუჩა 61, 61 Nino Zhvania street, Tbilisi, Georgia

მობ: (+995 599) 077000 +995 5 99 55 68 71
ელ.ფოსტა: medalpia@gmail.com
ტელ: (+995 32) 2 316658
სოც.ქსელები: medalpia Inga Nizharadze on facebook

თქვენი ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი

  1. აირჩიეთ მომსახურების ტიპი

  2. შეავსეთ ფორმა

მადლობა!

თქვენი ჩაწერა დარეგისტრირებულია, დასტურის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ.ფოსტის საშუალებით

მადლობა!

თქვენი ჩაწერა დარეგისტრირებულია, დასტურის შემთხვევაში წერილს ელ.ფოსტის საშუალებით და გადახდის რეკვიზიტებს

მიმდინარეობს დამუშავება